პარლამენტმა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოუცხადა

საქართველოს პარლამენტმა მთავრობის განახლებული შემადგენლობა დაამტკიცა.

მინისტრთა კაბინეტის განახლებულ შემადგენლობას, რომელსაც ირაკლი კობახიძე უხელმძღვანელებს, მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო 10 წინააღმდეგ წავიდა.

მთავრობა შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:

  • პრემიერ-მინისტრი – ირაკლი კობახიძე;
  • შინაგან საქმეთა მინისტრი – ვახტანგ გომელაური;
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი – ირაკლი ქარსელაძე;
  • ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი – ლევან დავითაშვილი;
  • საგარეო საქმეთა მინისტრი – ილია დარჩიაშვილი;
  • კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი – თეა წულუკიანი;
  • ფინანსთა მინისტრი – ლაშა ხუციშვილი;
  • თავდაცვის მინისტრი – ირაკლი ჩიქოვანი;
  • განათლებისა და მეცნიერების მინისტრი – გიორგი ამილახვარი;
  • გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი – ოთარ შამუგია;
  • იუსტიციის მინისტრი – რატი ბრეგაძე;
  • ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი – ზურაბ აზარაშვილი;
  • სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში – თეა ახვლედიანი.

კენჭისყრის პროცედურის შემდეგ, სხდომათა დარბაზში საქართველოს ეროვნული ჰიმნი შესრულდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები