პარლამენტში მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა დაიწყო.
პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას აცნობს, რის შემდეგაც დეპუტატების კითხვებს უპასუხებს.
ასევე, გაიმართება პოლიტიკური დებატებიც. პროცედურები კენჭისყრით დასრულდება.
სესიამდე პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდა.