“ირაკლი კობახიძეს ოპოზიციისგან მხარდაჭერა არ სჭირდება” – ბექა დავითულიანი

„ირაკლი კობახიძეს ოპოზიციისგან მხარდაჭერა სავარაუდოდ, არ ექნება და არც სჭირდება“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ირაკლი კობახიძეს იმისთვის, რომ იყოს წარმატებული პრემიერი, აქვს ინტელექტუალური შესაძლებლობები, გამოცდილება, უნარი, რათა წარმართოს პროცესები სწორად, შესაბამისად, დარწმუნებული ვარ, ის კარგი პრემიერი იქნება და, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერა ექნება“, – განაცხადა დავითულიანმა.

დღეს პარლამენტი მთავრობის განახლებულ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები