“დღეს იქნება ფინალური დღე და საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა” – გიორგი კახიანი
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, გიორგი კახიანის განცხადებით, საპარლამენტო უმრავლესობა მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობას გამოუცხადებს.
„დღეს უკვე იქნება ფინალური დღე და საბოლოოდ პლენარულ სხდომაზე მოხდება მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხის განხილვა და რა თქმა უნდა, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან მთავრობის ახალ შემადგენლობას ნდობა გამოეცხადება“, – განაცხადა კახიანმა.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე დეპუტატებს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც კანონმდებლების კითხვებს უპასუხებს. დებატების შემდეგ, სხდომა კენჭისყრით დასრულდება. სესიამდე პრემიერმინისტრობისა და მინისტრობის კანდიდატები საპარლამენტო უმრავლესობას შეხვდნენ.