ალუდა ღუდუშაური: სამწუხაროა, რომ ოპოზიცია კვლავაც ჩარჩენილია დესტრუქციაში

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, ოპოზიცია კვლავ ჩარჩენილია დესტრუქციაში, რაც გულდასაწყვეტია.

„ჩვენ ვიცით და მოვისმინეთ ასევე ირაკლი კობახიძის ხედვა, რომ მთავარი ამოსავალი წერტილი იქნება ქვეყნის კიდევ უფრო გაძლიერება. ჩემთვის, როგორც ერთი რიგითი მოქალაქისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია ის ხედვა, რომ მისთვის პრიორიტეტული იქნება თითოეული რეგიონის თანაბრად განვითარება. სამწუხაროა, რომ ოპოზიცია კვლავაც ჩარჩენილია დესტრუქციაში. ეს ნამდვილად გულდასაწყვეტია“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები