საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს აჭარასა და იმერეთში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და თანაუგრძნობს აჭარასა და იმერეთში სტიქიის შედეგად ტრაგიკულად დაღუპულთა ოჯახებსა და მეგობრებს.
აღნიშნულის შესახებ განცხადებას საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა სოციალურ ქსელში ავრცელებს.
“იმედი გვაქვს, რომ სამაშველო ოპერაციის შედეგად მოხერხდება დაკარგულთა პოვნა”,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, ზვავის შედეგად ხულოსა და ქედის მუნიციპალიტეტში ორი ადამიანი დაიღუპა.
გვიან ღამით ბაღდათის სოფელ ნერგეეთში მეწყერი ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა. ამ დროისთვის ნაპოვნია ოთხი ცხედარი, გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.