ასურეთთან საჰაერო ბურთი ჩამოვარდა. არსებული ინფორმაციით, საჰაერო ბურთი მაღალი ძაბვის ხაზს შეეჯახა.
გავრცელებული ინფორმაციით, საფრენ აპარატში შემთხვევის დროს სამი ადამიანი იმყოფებოდა. არსებული ცნობით, სამივე მათგანი დაიღუპა.
როგორც “კვირას” შსს-ში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 275-ე მუხლითაა დაწყებული.