შალვა პაპუაშვილი: შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა, ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბაღდათის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და მათ ოჯახებსა და ახლობლებს უსამძიმრებს.

„შემაძრწუნებელია ის ტრაგედიები, რაც ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთსა და აჭარის რეგიონში სტიქიებს მოჰყვა.

ვუსამძიმრებ დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს. ამ დანაკარგს თითოეული ჩვენგანი განიცდის.

ჩვენი გმირი მაშველები თავს არ ზოგავენ ძებნა-შველის ოპერაციაში. ვლოცულობთ დაკარგულთა გადარჩენისთვის“,- წერს პაპუაშვილი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ხულოსა და ქედაში სტიქიის შედეგად გუშინ ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, ერთ-ერთი უბნის ინსპექტორი.

ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში კი, სადაც მეწყერი ჩამოწვა, ნანახია 4 ადამიანის ცხედარი. მაშველები 5 დაკარგულს ეძებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები