სალომე ზურაბიშვილი: ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი ბაღდათის სოფელ ნერგეეთში სტიქიის შედეგად დაღუპულების გამო მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ დასავლეთ საქართველოში სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო. ვუსამძიმრებ და ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ მათ ოჯახებსა და ახლობლებს.
იმედია, რომ სტიქიაში მოყოლილი ადამიანები, რომელთა გადარჩენასაც ჩვენი მაშველები ცდილობენ, სწრაფად და უვნებლად დაუბრუნდებიან თავიანთ ოჯახებს“, – წერს ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში.
ინფორმაციისთვის, სოფელ ნერგეეთში მეწყერი გვიან ღამით ჩამოწვა და ოთხი სახლი მოიყოლა.
ამ დროისთვის, ნაპოვნია ოთხი ცხედარი. მაშველების მიერ გადარჩენილია ერთი ადამიანი.
გრძელდება ხუთი პირის სამძებრო სამუშაოები.