ირაკლი კობახიძე – პრეზიდენტის მოხსენებაზე: ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა

პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით პარლამენტში გამოსვლას აფასებს.

როგორც კობახიძე აცხადებს, ზურაბიშვილის გამოსვლამ კიდევ ერთხელ დაადასტურა ის გეგმები, რაც მას აქვს და რაზეც მმართველი გუნდი დიდი ხანია საუბრობს.

“პრეზიდენტის გამოსვლაში საინტერესო არ იყო არაფერი. ერთადერთი, მან დაადასტურა ის გეგმები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით აშკარად. ის აპირებს, შექმნას ფსევდოშუაშისტური ძალა. ამისთვის ის გადადგება სექტემბერში და არჩევნებში მიიღებს მონაწილეობას. ეს იყო ერთადერთი საინტერესო, რაც შეიძლება, ამოვიკითხოთ მისი გეგმები. დანარჩენი, ეს იყო რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლის ერთი ჩვეულებრივი გამოსვლა”,- განაცხადა კობახიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები