ირაკლი ზარქუა: ეკონომიკური გუნდის მინისტრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ბოლო 3 წელი ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი იყო

უნდა ითქვას ეკონომიკური გუნდის მინისტრების სასახელოდ, რომ ბოლო 3 წელი ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი იყო, რომელიც ხასიათდებოდა მაღალი ეკონომიკური ზრდით, სწორი, პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკით,- ამის შესახებ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.

ზარქუამ პარლამენტში დაგეგმილ მინისტრობის კანდიდატების მოსმენასთან დაკავშირებით ისაუბრა.

„დღეს ეკონომიკური ბლოკი იქნება წარმოდგენილი. უნდა ითქვას მათ სასახელოდ, რომ ბოლო 3 წელი ერთ-ერთი გამორჩეული პერიოდი იყო, რომელიც ხასიათდებოდა მაღალი ეკონომიკური ზრდით, სწორი, პრაგმატული ეკონომიკური პოლიტიკით, მაკროეკონომიკური პარამეტრების გაუმჯობესებით“, – აღნიშნა ზარქუამ.

ცნობისთვის, პარლამენტში დღეს სოფლის მეურნეობის, რეგიონული განვითარების, ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატების მოსმენაა დაგეგმილი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები