ხატია დეკანოიძე: სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, იქ ჩემი ადგილი არ არის

ჩემი სახელით არ ვადასტურებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა 2-ის“ შექმნა უნდა ვინმეს, ან მე მინდა იქ ყოფნა, – ამის შესახებ „ევროოპტომისტების“ დეპუტატმა, ხატია დეკანოიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მისი ადგილი არ არის იქ, სადაც ყოფილი თავდაცვის მინისტრის, დავით კეზერაშვილის რაიმე ინტერესი იქნება.

„მე არ ვსაუბრობ გაერთიანების სახელით. ჩემი სახელით მე არ ვადასტურებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა 2-ის“ შექმნა უნდა ვინმეს, ან მე მინდა იქ ყოფნა. ის სხვა პარტიაა. თუ შეიქმნება ერთობა, ეს იქნება იმ ადამიანების მუშაობა, წარმოსახვაზე დამოკიდებული, როგორ წარმოუდგენიათ ქვეყნის მართვა. ჯერ არ არის არც ერთობა, არც პარტია და არაფერი. თუ იქნება ალიანსი, ან რაიმე სხვა, პოლიტიკური პროცესები არსებობს, სადაც მარტო მე არ ვარ, ყველაზე იქნება გადაწყვეტილება {მისაღები}, რომ ნამდვილად ვაჩვენოთ ამომრჩეველს „ქართულ ოცნებასთან“ კონტრასტი. მე სხვასთან შეჯიბრი არ მაინტერესებს. მე მაინტერესებს, რომ დემოკრატიული წყობილება იყოს, პოლიტიკა იყოს საჯარო.

მე შემიძლია გავაჟღერო ჩემი მოსაზრება. სადაც არის დავით კეზერაშვილის რაიმე სახის ინტერესი, ან ნებისმიერი პოლიტიკური სუბიექტის, რომელიც არ არის ღიად ჩართული პოლიტიკაში და უნდა გავლენა, იქ ჩემი ადგილი არ არის. მე აქ არაფერი მაქვს დასამალი. ეს იყო ჩემი უთანხმოება პარტიასთან. ვფიქრობ, პოლიტიკა უნდა იყოს საჯარო, ადამიანები, ვინც რეალურად წინ არიან, ფრონტის ხაზზე, ესენი უნდა იყვნენ პასუხისმგებლები საკუთარი თავით ქვეყნის წინაშე. ეს არის ჩემი მოსაზრება“, – განაცხადა დეკანოიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები