პარლამენტის ბიუროს სამთავრობო პროგრამა და მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობა წარედგინა. სამთავრობო პროგრამის მიმართულებები უცვლელი დარჩა.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი კი მომავალი კვირის დღის წესრიგში აისახება.
შესაბამისად, მომავალი კვირიდან ქვეყანას ახალი პრემიერ-მინისტრი ეყოლება, კერძოდ, ირაკლი ღარიბაშვილს ირაკლი კობახიძე ჩაანაცვლებს.
ასევე, სამთავრობო კაბინეტში ცვლილება თავდაცვის მინისტრს შეეხება და ჯუანშერ ბურჭულაძეს ზუგდიდის მაჟორიტარი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ირაკლი ჩიქოვანი შეცვლის. არსებული ინფორმაციით, ჩიქოვანი ვიცე-პრემიერის პოსტსაც დაიკავებს.
რაც შეეხებ ჯუანშერ ბურჭულაძეს, უკვე ყოფილი მინისტრი კი, შესაძლოა, მალე ნატოში საქართველოს ელჩად ვიხილოთ.
პარლამენტში ირაკლი კობახიძის ადგილმონაცვლე გიორგი ბარვენაშვილი იქნება. „ქართული ოცნების” სიაში ის 71-ე ადგილზეა.