WSJ: აშშ ირანული სამიზნეების დაბომბვას უქმეებზე დაიწყებს
შეერთებული შტატები ერაყსა და სირიაში რამდენიმე სამიზნეზე დარტყმების მიტანას ამ უქმეებზე გეგმავს. აღნიშნული ქმედება იორდანიაში აშშ-ს ბაზაზე თავდასხმის საპასუხოა, რომლის დროს 3 ამერიკელი სამხედრო დაიღუპა და ათობით დაშავდა.
ამის შესახებ The Wall Street Journal-ი ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს.
აშშ-ს დარტყმების სამიზნე იქნება ირანული კონტინგენტი და მათი ობიექტები. გარდა ამისა, საპასუხო ქმედება იქნება “მრავალდონიანი”. თუმცა, შესაძლოა დაკორექტირდეს, რომ ვაშინგტონმა აჩვენოს, რომ არ ცდილობს შემდგომ ესკალაციას.
აშშ-ის ოფიციალური პირების თქმით, დარტყმების მიზანია აიძულონ ირანი და მისი მარიონეტები შეამცირონ თავდასხმები რეგიონში, მაშინ როდესაც თეთრი სახლი და მათი მოკავშირეები “ჰამასსა” და ისრაელს შორის ცეცხლის შეწყვეტაზე აწარმოებენ მოლაპარაკებას.
ამავდროულად, გამოცემა აღნიშნავს, რომ ირანიდან იყო სიგნალი, რომ აშშ-ს ბაზაზე თავდასხმის ბრძანებ მათ არ გაუციათ და მინიშნება, რომ ირანის ტერიტორიაზე, ან მათ კონტინგენტზე თავდასხმა საპასუხო რეაქციას გამოიწვევს.