ნიკოლოზ სამხარაძე – საგარეო საქმეთა მინისტრობაზე: შემოთავაზება არ მიმიღია, თუ იქნება, მერე ვიფიქრებ
პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე შემოთავაზება არ მიუღია.
მისივე თქმით, შემოთავაზების შემთხვევაში აღნიშნულ საკითხზე დაფიქრდება.
“წინასწარ მინისტრთა კაბინეტის სავარაუდო შემადგენლობაზე ლაპარაკს აზრი არ აქვს იმიტომ, რომ ეს კაბინეტი უნდა დააკომპლექტოს პრემიერმინისტრობის კანდიდატმა, პრემიერმინისტრობის კანდიდატი წარდგენილი იქნება ხვალ.
ეს დღეები ვარ პარლამენტში, ვაგრძელებ მუშაობას საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე. შემოთავაზება არ მიმიღია, თუ შემოთავაზება იქნება, მერე ვიფიქრებ”,- აცხადებს სამხარაძე.