გიორგი კახიანი: არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება იმისთვის გვჭირდება, რომ გავაგრძელოთ წინსვლა ქვეყნის საკეთილდღეოდ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გიორგი კახიანის განცხადებით, არჩევნებში მმართველ გუნდს გამარჯვება იმისთვის სჭირდება, რომ ქვეყნის წინსვლა გაგრძელდეს.

„ეს არჩევნები ყველა წინა არჩევნებისგან იმით განსხვავდება, რომ იქნება სრულად პროპორციული. პროპორციული სისტემის პირობებში კიდევ უფრო მეტი ძალისხმევაა საჭირო, რომ კონსტიტუციური უმრავლესობა მიიღოს პოლიტიკურმა გუნდმა. დღესაც კი, ცვლილებების განხორციელებამდეც, იმდენად ძლიერი პოზიციები გვქონდა პოლიტიკურ არენაზე და იმდენად დიდი მხარდაჭერა გვაქვს საზოგადოების მხრიდან, გამარჯვებას წინ ვერაფერი დაუდგებოდა. მითუმეტეს ახლა ამ ცვლილებებით, შიდაპარტიული დემოკრატიული პროცესებით, რომელიც ამ თვალსაზრისით კიდევ უფრო კარგ პოზიციაში ჩააყენებს გუნდს. საბოლოო ჯამში ეს ქვეყნისთვის იქნება მომგებიანი იმიტომ, რომ არჩევნებში დამაჯერებელი გამარჯვება სწორედ იმისთვის გვჭირდება, რომ გავაგრძელოთ წინსვლა ქვეყნის საკეთილდღეოდ“, – აღნიშნა კახიანმა “იმედის” ეთერში საუბრისას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები