“ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რეკომენდაციები მაქსიმალურად შესრულდეს” – გიორგი კახიანი
პარლამენტის ვიცესპიკერმა, გიორგი კახიანმა „ქრონიკაში“ საკადრო ცვლილებების შემდგომ დაგეგმილ პოლიტიკურ აქტივობებზე ისაუბრა.
„მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები თითქოს ახლოს არის, ვატყობთ, პოლიტიკური ჯგუფები ფაქტობრივად საარჩევნო პროცესში გადავიდნენ. ხელისუფლებისთვის არჩევნები, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არანაკლებ მნიშვნელოვანი გამოწვევები გვაქვს. პირველ ყოვლისა, დღის წესრიგშია 9 პუნქტის განხორციელება როგორც პარლამენტისთვის, ასევე, მთავრობისთვისაც. ყველა ფერს გავაკეთებთ, რომ რეკომენდაციები მაქსიმალურად შესრულდეს.
საკმაოდ კონსტრუქციულ ვითარებაში ჩატარდა ოპოზიციურ ჯგუფებთან შეხვედრა 9 პუნქტთან დაკავშირებით. ამ პირველი შეხვედრის შედეგად, მათი მხრიდან აქტიურობის მოლოდინი გაჩნდა განსხვავებით 12 პუნქტის შესრულების ნაწილისგან, სადაც ფაქტობრივად ოპოზიცია ჩართული არ იყო. ასე რომ, საინტერესო პროცესები გველის ხელისუფლებას წინ“, – აღნიშნა კახიანმა.
ევროკომისიის 9 პრიორიტეტთან დაკავშირებით პარლამენტში პირველი სამუშაო შეხვედრა 29 იანვარს გაიმართა.