დავით მათიკაშვილი: 76 ხმა არის ის კვორუმი, რომლითაც მოხდება ახალი მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერა
მმართველი გუნდის წევრის, დავით მათიკაშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც საკომიტეტო ჭრილში მოხდება ახალი პრემიერობის კანდიდატის მოსმენა და მის მიერ წარმოდგენილი მთავრობის შემადგენლობის განხილვა, შემდეგ გაიმართება კენჭისყრაც.
მისივე თქმით, 76 ხმა არის ის კვორუმი, რომლითაც მოხდება ახალი მინისტრთა კაბინეტის მხარდაჭერა.
“საკომიტეტო ჭრილში უნდა იყოს მოსმენილი პრემიერობის კანდიდატი და უნდა განიხილოს მის მიერ შერჩეული მთავრობის შემადგენლობა. ასევე, პოლიტიკურ ჯგუფებთან მოხდება შესაბამისი საპარლამენტო პროცესი, ხოლო შემდგომ, ეს გადაინაცვლებს სასესიო დარბაზში, როგორც ეს საქართველოს კონსტიტუციით არის განსაზღვრული. იქ მოხდება კენჭისყრა, 76 ხმა არის ის კვორუმი, რომლითაც მოხდება მხარდაჭერა ახალი მინისტრთა კაბინეტის”, – განაცხადა დავით მათიკაშვილმა.