ჭავჭავაძეზე გარდაცვლილი მამაკაცი ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორი იყო

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო.

შემთხვევა დღეს დილით ჭავჭავაძის გამზირზე მოხდა.

“დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ქ. თბილისის ინკასირებისა და დაცვა-გაცილების სამსახურის ინსპექტორის, პოლიციის მაიორის, ვალერიან გოგატიშვილის გარდაცვალების გამო.

პოლიციის მაიორი დღეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მოულოდნელად შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა.

დაცვის პოლიციის დეპარტამენტი თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებსა და კოლეგებს.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115 -ე მუხლით მიმდინარეობს”,- წერია ინფორმაციაში, რომელსაც დაცვის პოლიციის დეპარტამენტი ავრცელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები