„ლელოს” არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვს – როგორ დააზიანოს ეს ქვეყანა” – მაკა ბოჭორიშვილი

მმართველი გუნდის წევრი, მაკა ბოჭორიშვილი “ლელოს” გადაწყვეტილებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც პარტია 9 რეკომენდაციასთან დაკავშირებით პარლამენტში მიმდინარე შეხვედრას არ ესწრება.

„ლელოს” არაჩვეულებრივი სტრატეგია აქვს – როგორ დააზიანოს ეს ქვეყანა, არაჩვეულებრივად გამოიყენეს ეს სტრატეგია, ეძახეს “მაჩანჩალა”, ეს მათი სიტყვებია, მაშინ, როცა არანაირად არ იყო მაჩანჩალა, ეძახეს “შავი ხვრელი” მაშინ, როცა ეს ასე არ იყო. შესაბამისად, ვერაფრით გავყვები “ლელოს” სტრატეგიას, ჩვენ გვინდა ეს ქვეყანა წავიდეს წინ. გადადგმულმა ნაბიჯებმა რა შედეგი მოუტანა ქვეყანას, ეს მგონი, ყველასთვის ცხადია”, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები