თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სტუდენტთა ნაწილი საპროტესტო აქციას მართავს.

სტუდენტები და კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებული აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას მხარდამჭერები მათ გათავისუფლებას ითხოვენ. აკაკი ჩიქობავა სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორია, ხოლო გიორგი ხასაია – ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტი.

აქციის მონაწილეთა ნაწილი უნივერსიტეტის ეზოში შეიკრიბა, ნაწილმა კი უნივერსიტეტის კანცელარიის ოთახი დაიკავა.

აქციის მონაწილეები ლექტორებსა და პროფესორებს პროტესტში ჩართვისკენ და გაფიცვისკენ მოუწოდებენ.

ცნობისთვის, თბილისში, კეკელიძის ქუჩაზე მდებარე ბინიდან ოჯახის გამოსახლებისას სისხლის სამართლის წესით დაკავებულ აკაკი ჩიქობავასა და გიორგი ხასაიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა გუშინ შეეფარდათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები