დავით ეგიაზაროვი: რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობის დაწყება იყო ალტერნატიული შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდით, არანაირი ზეწოლა არ ყოფილა
რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოსვლასთან დაკავშირებით არანაირი ზეწოლა ან ჩვენი ნების საწინააღმდეგო არაფერი ყოფილა. ეს ყველაფერი ნებაყოფლობითია. იყო რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მუშაობის დაწყების ალტერნატიული შემოთავაზება, რომელსაც დავთანხმდით, – ამის შესახებ რუხის რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციისა და ინტენსიური თერაპიის განყოფილების ხელმძღვანელმა იმ ბრალდებასთან დაკავშირებით განაცხადა, რომლის თანახმად, თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან ექიმებს რუხის კლინიკაში გადასვლა აიძულეს.
დავით ეგიაზაროვი განმარტავს, რომ თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოდან რუხში, 20-მდე ექიმი გადავიდა, რომელიც კლინიკაში პროფესიულ საქმიანობას წარმატებით აგრძელებს.