ეკა ბესელია ოფიციალური ვიზიტით ჩინეთში იმყოფება

ჩინეთში, ქ. პეკინში, ოფიციალური ვიზიტით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია იმყოფება. ეკა ბესელია მონაწილეობს ჩინეთის ქალთა ასოციაციის მიერ დაგეგმილ საერთაშორისო კონფერენციაში „ქალი და განვითარება“.
კონფერენციის ძირითადი თემაა ქალთა აქტიური მონაწილეობა ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესებში. ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე სომხეთის ვიცე-სპიკერს შეხვდა. მხარეებმა სამომავლო თანამშრომლობის შესახებ ისაუბრეს. 18 სექტემბერს პეკინში მიმდინარე კონფერენციაზე ეკა ბესელია სიტყვით გამოვა და გააკეთებს მოხსენებას თემაზე: „ქალთა ძალების გაერთიანება აბრეშუმის გზის ერთობლივი მშენებლობის ეკონომიკური მდგომარეობისათვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები