სამტრედიის საბავშვო ბაღებში საკვებად უვარგისი საქონლის ხორცი შეიტანეს

სამტრედიის საბავშვო ბაღებში საკვებად უვარგისი საქონლის ხორცი შეიტანეს. აღნიშნული ფაქტი სამტრედიის საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარე მანანა სირბილაძემ სოფელ ბაშის საბავშვი ბაღში აღმოაჩინა.
ვადაგასული პროდუქტი სამტრედიაში არსებული 23 საბავშვო ბაღიდან სულ 22-შია შეტანილი. სამტრედიის საბავშვო ბაღებს საქონლის ხორცით ქუთაისის ფირმა შპს „ვირშელი“ ამარაგებს, რომელმაც ტენდერი მიმდინარე წლის იანვარში მოიგო.
ფირმის პასუხისმგებლობის საკითხზე სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბაგა-ბაღების გაერთიანება იმსჯელებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები