ჟურნალისტ გიორგი ღონღაძის დაღუპვიდან 14 წელი გავიდა

დღეს უკრაინაში დაღუპულ ჟურნალისტ გიორგი ღონღაძეს იხსენებენ.
18:15 საათზე “კრეშატიკზე” ჟურნალისტების ეროვნული საბჭოს ოფისთან და დამოუკიდებელ მედიაპროფკავშირთან ჟურნალისტები შეიკრიბებიან. 18:30 საათზე ისინი მაიდნისკენ, შემდეგ კი უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციისკენ მსვლელობას გამართავენ, – წერს უკრაინული პრესა.
შეგახსენებთ, რომ „უკრაინსკაია პრავდას“ დამფუძნებელი გიორგი ღონღაძე 2000 წლის შემოდგომაზე, საკუთარი მოვალეობის შესრულების დროს იყო მოკლული. 2008 წლის 15 მარტს კიევის სააპელაციო სასამართლომ ღონღაძის მკვლელობაში ეჭვმიტანილი საგარეო დაკვირვების და სისხლის სამართლის დაზვერვის დეპარტამენტის სამი ყოფილი თანამშრომელი დამნაშავედ ცნო. მათ თავისუფლების 12-დან 13 წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. კიდევ ერთი დამნაშავე – ალექსეი პუკაჩი ძებნილად იყო გამოცხადებული. ის 2009 წლის 21 ივლისს დააკავეს. უკრაინულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ღონღაძის საქმის გაყალბებაში უკრაინის ყოფილი პრეზიდენტები ლეონიდ კუჩმა და ვიქტორ იუშენკო მონაწილეობდნენ.

10708437_834277686612471_234236271_n

10711677_834277676612472_604544660_n

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები