ირაკლი ქადაგიშვილი: პოლიტიკური კონტექსტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ დღეს ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგია

მმართველი გუნდის წევრი, ირაკლი ქადაგიშვილი კონსულტანტ ჯერემი როზნერთან „ლელოს“ თანამშრომლობას გამოეხმაურა.

მისი თქმით, პოლიტიკური კონტექსტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ „ლელო“ და „ნაცმოძრაობა“ დღეს ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგია.

„კარგია, თუ ვინმე კონსულტანტი ეყოლება „ლელოს“ იმიტომ, რომ მათი ბოლო კლიპი, რომელიც ავტომობილთან იყო დაკავშირებული, გარდა იმისა, რომ გემოვნების საკითხია საქართველოში არჩევნებზე ასეთი კლიპი კარგია თუ არა, ისეთ ფაქტობრივ შეცდომებსა და უზუსტობებს შეიცავდა, რომ იმედია, ამერიკელს მაინც ეცოდინება, ლა მანშზე არა, მაგრამ ლე-მანზე „ფორდ მუსტანგი“ იღებდა მონაწილეობას თუ „ჯი ტი 40 შელბი“. პოლიტიკური კონტექსტი ნათლად ადასტურებს იმას, რომ „ლელო“ და „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს ერთი დიდი კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ ორი სხვადასხვა ფლანგია“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

ცნობისთვის, “ქრონიკის” ინფორმაციით, „ნაციონალური მოძრაობის“ დასავლელი ლობისტების ჯგუფმა პარტია „ლელოსთვის“ კონსულტანტი ჯერემი როზნერი გამოყო, რომ პარტიასთან კონსულტაციები გამართოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები