ბექა ფერაძე: რამდენიმე კვირის წინ, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ფასადიდან მინები ჩამოცვივდა – მდგომარეობა კრიტიკულად არის შეფასებული (ფოტო/ვიდეო)

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, რესპუბლიკური საავადმყოფოს უსაფრთხოების მდგომარეობის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ კლინიკაში დასაქმებულ პერსონალს და პაციენტებს საფრთხე ექმნებათ.

მისი თქმით, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის ფასადის მდგომარეობა კრიტიკულად არის შეფასებული.

„რამდენიმე კვირის წინ, კლიმატური პირობების გამო, რესპუბლიკური საავადმყოფოს შენობის ფასადიდან მინები ჩამოცვივდა. როდესაც შრომის ინსპექციამ შეისწავლა უსაფრთხოების მდგომარეობა, აღმოჩნდა, რომ აქ დასაქმებულ პერსონალს, პაციენტებს და ა.შ. ექმნებათ საფრთხე. განსაკუთრებით, ზამთრის პერიოდში მაღალია რისკი იმისა, რომ პერიმეტრზე გადაადგილებისას, ადამიანებმა დაზიანება მიიღონ.

შრომის ინსპექციის მოკვლევის გარდა, ასევე დავეყრდენით სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნას, სადაც შენობის ფასადის მდგომარეობა კრიტიკულად არის შეფასებული. ამიტომ, გაიცა მითითება, რომ გატარდეს ღონისძიებები, რომლებიც უზრუნველყოფს დასაქმებული პერსონალის, თუ გარე პირების მიმართ უსაფრთხოების ნორმების დაცვას“, – განაცხადა ბექა ფერაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები