ბექა ფერაძე: შრომის ინსპექცია ჩართული იქნება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული

შრომის ინსპექციის სამსახურის უფროსის, ბექა ფერაძის განცხადებით, მისი უწყება ჩართული იქნება, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში დასაქმებული თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული.

„რაც შეეხება კომპენსაციების ნაწილს, როგორც თქვენთვის ცნობილია, შრომის კოდექსის მიხედვით განსაზღვრულია გარკვეული პროცედურები, რაც უნდა განახორციელოს ორგანიზაციამ, როდესაც სამუშაო პროცესის შეჩერება ან დასაქმებული პერსონალის განთავისუფლება ხდება. ამ შემთხვევაში კანონმდებლობის მიხედვით საუბარია 1 და 2 თვეზე. უპრეცედენტოა ის, რასაც სახელმწიფო სთავაზობს მედპერსონალს. საუბარია 4 თვეზე, საუბარია 1 წელზე და რიგ შემთხვევაში 3-წლიან კომპენსაციაზე, ეს ციფრებში, რომ გადავიანგარიშოთ საკმაოდ სოლიდური თანხა იქნება. შრომის ინსპექცია, ჩართული იქნება, რომ თითოეული ადამიანის უფლება იყოს დაცული”, – განაცხადა ფერაძემ.

ცნობისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფოს ძირითადი სამკურნალო კორპუსის ნაცვლად ახალი, თანამედროვე სტანდარტების, თანამედროვედ აღჭურვილი სამედიცინო ცენტრის აშენდება. რესპუბლიკური საავადმყოფოს თანამშრომლებს შენობის დემონტაჟის გამო მთავრობა კომპენსაციებსა და სხვა კლინიკებში დასაქმებას სთავაზობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები