ზურაბ აზარაშვილი: ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა კი არა, მაგის ფუნქციაა, რომ თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლოს
“ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა კი არა, მაგის ფუნქციაა, რომ შერჩევით თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლოს”, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ანტიკორუფციული ბიურო 300 თანამდებობის პირის ქონებრივ დეკლარაციას შეისწავლის.
მინისტრის თქმით, დეკლარაციას ყურადღებით შეავსებს.
„ანტიკორუფციულმა ბიურომ გადაწყვიტა კი არა, მაგის ფუნქციაა, რომ შერჩევით თანამდებობის პირების დეკლარაციები შეისწავლოს. ეს არ არის ჩვენთვის სიახლე, ყოველ წელს ხდება ჩვენი დეკლარაციების შესწავლა, წინა წელსაც მოხდა, იმის წინა წელსაც, ჩემი დეკლარაციის, მაგალითად და არაფერი განსაკუთრებული ამ მიმართულებით არ ხდება. ცოტა ვერ ვხვდები, ჩემი დეკლარაცია ჯერ არ შემივსია და წინა წელს რომ შევავსე, ის უკვე შეისწავლა, ახლა რომ შევავსებ, მერე შეისწავლის? უფრო მობილიზებული და ყურადღებით შევავსებ“,- განაცხადა აზარაშვილმა.