ზურაბ აზარაშვილი: მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 100-დან 150 სტუდენტის საზღვარგარეთ გაშვებას უზრუნველვყოფთ, სადაც სრულად იქნება დაფინანსებული მათი რეზიდენტურის ხარჯები

“ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 100-დან 150 სტუდენტის საზღვარგარეთ გაშვებას უზრუნველვყოფთ, სადაც სრულად იქნება დაფინანსებული მათი რეზიდენტურის ხარჯები”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით,  ამ პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც როგორც სწავლების, ასევე იქ ცხოვრების ყველანაირ ხარჯებს მოიცავს.

„მინდა, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტის შესახებ გითხრათ რამდენიმე სიტყვა. ეს ეხება ზოგადად სახელმწიფო კლინიკებში კვალიფიკაციისა და თანამშრომლების დონის ამაღლებას და გულისხმობს იდეას, სადაც საქართველოს სამედიცინო სასწავლებლებიდან იქ, სადაც ყველაზე მაღალი სწავლის დონეა, ამ სასწავლებლების შერჩევა და შემდეგ წარმატებული სტუდენტების შერჩევა. ჩვენი სამინისტროს ბიუჯეტით, მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში 100-დან 150 სტუდენტის საზღვარგარეთ გაშვებას უზრუნველვყოფთ, სადაც სრულად იქნება დაფინანსებული მათი რეზიდენტურის ხარჯები. ქვეყანას 2-3 წლის შემდეგ იქიდან დაბრუნებული სტუდენტების სახით, ძალიან სერიოზული სამედიცინო აქტივი ეყოლება, რომლითაც ჩვენ გარანტირებულად შევთავაზებთ სახელმწიფო სამედიცინო კლინიკებში დასაქმებას. ამ პროგრამის ბიუჯეტი პირველ ეტაპზე დაახლოებით 10 მილიონი ლარი იქნება, რაც როგორც სწავლების, ასევე იქ ცხოვრების ყველანაირ ხარჯებს მოიცავს. რეზიდენტურის ეს პროგრამა თითოეული სტუდენტისთვის 18-დან 24 თვემდე იქნება“, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები