მერაბ ტურავა – სასამართლო რეფორმაზე: კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი, რომელსაც როგორც უცხოელები, ასევე, ქვეყნის შიგნით დადებითად აფასებენ

“კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი, სხვათა შორის, ამ ცვლილებებს როგორც უცხოელები, ასევე, ქვეყნის შიგნით დადებითად აფასებენ”, – ასე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა სასამართლო რეფორმის საკითხებს.

ტურავა ფიქრობს, რომ, საბოლოოდ, კანონმდებლობაში აისახება რეკომენდაციები, რომლებიც ვენეციის კომისიის დასკვნებშია გათვალისწინებული.

„რაც შეეხება სასამართლო რეფორმის საკითხებს, იცით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელები გვაქვს, ასევე, ამასთან დაკავშირებით ვენეციის კომისიამ მიიღო რამდენიმე დასკვნა, ასევე ჩვენ ვიცით, რომ კანონმდებლობაში არაერთი ცვლილება იქნა შეტანილი, სხვათა შორის, ამ ცვლილებებს როგორც უცხოელები, ასევე ქვეყნის შიგნით დადებითად აფასებენ. ვენეციის კომისიის დასკვნის ყველა დებულება ასახულია თუ არა ჩვენს კანონმდებლობაში, ამასთან დაკავშირებით მოგვიწევს მსჯელობა, რადგან ჩვენს კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე სარჩელებია შემოტანილი, რაც განხილვის პროცესშია. ვფიქრობ, საბოლოო ჯამში, კანონმდებლობაში აისახება რეკომენდაციები, რომლებიც გათვალისწინებულია ვენეციის კომისიის დასკვნებში”, – განაცხადა ტურავამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები