როგორია კახეთში დაჭრილი მამაკაცების ჯანმრთელობის მდგომარეობა – ექიმის კომენტარი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაფანყურში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 3 მამაკაცი დაჭრეს.
დაჭრილები თელავის საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ოპერაცია უკვე ჩაუტარდათ. ექიმის განცხადებით, პაციენტების სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება.
“ჩატარდა შესაბამისი ქირურგიული ჩარევა. მოთავსებულები არიან შესაბამისს ქირურგიულ განყოფილებაში. ამ ეტაპზე, მათი მდგომარეობა სტაბილურია და სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა არ აღენიშნებათ,” – განაცხადა ექიმმა.
არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რა დროსაც, ერთმა პირმა – სამ თანასოფლელს სანადირო თოფიდან ცეცხლი გაუხსნა.
ადგილობრივებს კონფლიქტის მიზეზის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ.
პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით ერთი პირი დააკავა. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს.