გოგი მეშველიანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა მწერლის და პოეტის, იროდი ასანაშვილის 33-ე წიგნის – „შარავანდედით მოსილნი“ წარდგინებას დაესწრო
საქართველოს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარი – გოგი მეშველიანი ეროვნულ ბიბლიოთეკაში ახალგაზრდა მწერლის და პოეტის, იროდი ასანაშვილის 33-ე წიგნის – „შარავანდედით მოსილნი“ წარდგინებას დაესწრო.
„ვულოცავ და წარმატებებს ვუსურვებ ავტორს, რომელმაც თავისი წიგნით ერთგვარად ტრილოგია შეკრა და მკითხველს კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ ქვეყნის ძლიერების დასაყრდენი ერის ისტორიული მეხსიერებაა”, – განაცხადა გოგი მეშველიანმა.