ფოტოგამოფენა “კიევი ომში“ საქართველოში პირველად გაიმართება
22 იანვარს 17:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ბიბლიოთეკაში გამოფენა „კიევი ომში“ გაიხსნება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, ფოტოგამოფენა მოგვითხრობს უკრაინის დედაქალაქის გმირულ თავდაცვაზე 2022 წლის თებერვალ-მარტში, შემზარავი საჰაერო თავდასხმების შედეგებზე და მამაცი კიეველების ცხოვრებაზე სრულმასშტაბიანი ომის პირობებში.
“გამოფენის კურატორები არიან უკრაინელი ჟურნალისტები ნატალია იშჩენკო (გუმბა) და სერგეი მორუგინი.
ნატალია იშჩენკო (გუმბა) წარმოშობით სოხუმელია. 90-იანების დასაწყისში მას მოუწია მშობლიური ქალაქიდან გასვლა უკრაინაში. მასთან ერთად მისი მცირეწლოვანი ვაჟი, ასტამურ გუმბა იყო. 2022 წელს, უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ასტამური მოხალისედ წავიდა საბრძოლველად, და იმავე წლის ივნისში დაიღუპა ხარკოვის მახლობლად. გამოფენა, რომელსაც ქართველი მაყურებელი ნახავს, ასტამურ გუმბას სახელობის მშვიდობის ფონდის ეგიდითაა შექმნილი და მის ხსოვნას ეძღვნება.
გამოფენა ჩატარდება თბილისში 22 და 23 იანვარს.
25 იანვარს – გორში და 27 იანვარს ყვარელში
გამოფენის „სამხედრო კიევი“ მხარდამჭერები არიან უკრაინის საელჩო საქართველოში, ქართულ-უკრაინული პლატფორმა და თომა ჩაგელიშვილის სტუდია.
საკონტაქტო პირი:
ნინო წითლანაძე, ქართულ-უკრაინული პლატფორმა – 593 75 03 49
ვიქტორია ქავჟარაძე, თომა ჩაგელიშვილის სტუდია – 577 22 83 70”,- ნათქვამია ინფორმაციაში.