წერეთლის გამზირზე სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად შეწყდა

თბილისში, წერეთლის გამზირზე, სადაც სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს, მომუშავე კომპანიებმა ბუნებრივი აირის მილი დააზიანეს.

აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანია”თბილისი ენერჯიში”, აცხადებენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდება ავარიულად გაითიშა.

ამ ეტაპზე, ზუსტდება იმ აბონენტების რაოდენობა, რომლებსაც ბუნებრივი არის მიწოდება შეუწყდათ.

კომპანიაში განმარტავენ, რომ ბუნებრივი აირის მიწოდების აღდგენასთან დაკავშირებით, მოქალაქეებს მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიაწოდებენ ინფორმაციას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები