საქართველოს პრეზიდენტს იტალიის რესპუბლიკის ელჩმა რწმუნებათა სიგელი გადასცა
„საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს იტალიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მასიმილიანო დანტუონომ რწმუნებათა სიგელი გადასცა“, – ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათი ცნობით, რწმუნებათა სიგელის გადაცემის ოფიციალური ცერემონია ორბელიანების სასახლეში გაიმართა.