“წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა, შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები” – არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი
“წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა, შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები”, – ამის შესახებ არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
„ხატწერის კანონიკის შესაბამისი ცვლილებების შეტანისთვის წმინდა მატრონას ხატი გადაბრძანებულია სამების ტაძრის დაცულ სივრცეში, სადაც ხატმწერს მიეცემა შესაძლებლობა, საპატრიარქოს შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით, კანონიკური წესების დაცვით, შეასწოროს ხატზე არსებული ხარვეზები.
საკათედრო ტაძარში განთავსდა წმინდა მატრონას სხვა ხატი, რომლის მოლოცვაც შეუძლიათ მსურველთ“, – აღნიშნავს არქიმანდრიტი იოვანე მჭედლიშვილი.