ირაკლი ქადაგიშვილი: რწმენის თავისუფლების შებღალვა იწვევს არა მარტო პოლიტიკურ, არამედ – საზოგადოებრივი დაძაბულობის გაღრმავებას

საკმაოდ ხშირია და ზღვარზე გადის სიტუაცია, როდესაც გარკვეული ჯგუფები თავისი იდეოლოგიური მოსაზრებებიდან გამომდინარე იწყებენ ეკლესიაზე და ზოგადად რელიგიასთან დაკავშირებულ საკითხებზე შეტევას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, კარგი იქნება, რომ საქართველოსაც ევროპის ქვეყნების მსგავსად შესაბამისი ნათელი კანონმდებლობა ჰქონდეს.

„რწმენის თავისუფლების შებღალვა, ან ამ მიმართულებით პროვოკაციული ქმედებები იწვევს არა მარტო პოლიტიკურ, არამედ  საზოგადოებრივი დაძაბულობის გაღრმავებას. ამიტომ, კარგი იქნება, რომ ჩვენც ევროპის ქვეყნების მსგავსად შესაბამისი ნათელი კანონმდებლობა გვქონდეს“, – აღნიშნა ქადაგიშვილმა.

ინფორმაციისთვის, რელიგიური ნაგებობებისა და ნივთების შეურაცხყოფისათვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა გამკაცრდება. არ არის გამორიცხული, მსგავსი ქმედებისთვის მოქალაქეს სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს, რაც თავისუფლების აღკვეთასაც ითვალისწინებს. გამკაცრებული კანონი შეეხება როგორც ქრისტიანულ-მართლმადიდებლურ, ისე – სხვა რელიგიურ ნაგებობებს. საკანონმდებლო ცვლილებები პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე უახლოეს პერიოდში დაინიცირდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები