ნინო ენუქიძე: მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, სახელმწიფო ქონების 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შესრულდა

“მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო”, – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნინო ენუქიძემ განაცხადა.  

მისივე თქმით, სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა. 

„მთავრობის სწორი ეკონომიკური პოლიტიკის შედეგად, 2023 წელს პრივატიზებიდან სახელმწიფო ბიუჯეტმა 279 მლნ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ 2023 წლის პრივატიზაციის გეგმა 100,2%-ით შეასრულა. ამასთან, მხოლოდ მეოთხე კვარტალში, ბიუჯეტში გადარიცხულმა თანხის მოცულობამ 98,295,953 ლარი შეადგინა, რაც მეოთხე კვარტალის პრივატიზების გეგმის 126,02% – ია. სააგენტომ დაახლოებით 3,000 აუქციონი ჩაატარა, ხოლო პრივატიზებული სახელმწიფო აქტივებიდან მოსალოდნელი ინვესტიციის ჯამურმა ოდენობა 100 მლნ ლარი შეადგინა. არსებული შედეგი იმას ნიშნავს, რომ სახელმწიფო ქონების მნიშვნელოვანი ნაწილი უკვე ჩაეშვა ეკონომიკურ ბრუნვაში”,- განაცხადა ენუქიძემ.

სახელმწიფო ქონების აქტიური პრივატიზაციის შედეგად, 2023 წელს ქონების ეროვნულმა სააგენტომ, ჯამში, 279,518,776 ლარის მობილიზება მოახდინა.

„ქონების ეროვნული სააგენტო მომავალ წელსაც აქტიურად გააგრძელებს სახელმწიფო ქონების დაჩქარებული პრივატიზაციის პროცესს და კერძო სექტორს სხვადასხვა, საინვესტიციოდ მიმზიდველ უძრავ ქონებას შესთავაზებს,” – აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.  

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები