გორის კეთილმოწყობის სააგენტო: მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვის პარარელურად, უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები

გორის მუნიციპალიტეტში ინტენსიური თოვის პარარელურად უწყვეტ რეჟიმში მუშაობს კეთილმოწყობის სააგენტო.
ამის შესახებ კეთილმოწყობის სააგენტოში აცხადებენ.

“მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები, ტრანსპორტის შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით იყრება ტექნიკური მარილი საავტომობილო გზებზე, ხიდებზე, გზაჯვარედინებზე, შუქნიშნებთან, ასევე ქალაქის მთავარ ქუჩებზე, ვერხვების დევნილთა დასახლებაში და კვერნაკის სასაფლაოსთან მისასვლელ გზებზე. გარდა საავტომობილო გზებისა, მოქალაქეთა უსაფრთხოდ გადასაადგილებლად რამდენიმე მონაკვეთზე თოვლისა და ყინულის საფარისგან იწმინდება ტროტუარები”,- ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები