რეტროსპექტივა „თანამედროვე ქართული კინო“ ფილმ „მოქალაქე წმინდანის” ჩვენებით დაიხურა
საქართველოს კინემატოგრაფიის ცენტრის ინიციატივით მიმდინარე რეტროსპექტივაზე – „თანამედროვე ქართული კინო“ – კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში მაყურებელმა ნახა რეჟისორ თინათინ ყაჯრიშვილის ფილმი „მოქალაქე წმინდანი“.
ეროვნული კინოცენტრის ინფორმაციით, ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია ფილმის რეჟისორსა და შემოქმედებით ჯგუფთან, რითაც რეტროსპექტივა დაიხურა.
რეტროსპექტივა 8 ნოემბერს გაიხსნა ლევან ზაქარეიშვილის ფილმით „თბილისი-თბილისი“, რომლის რესტავრაცია ახლახან დასრულდა და აღდგენილი ვერსია მაყურებელმა დიდ ეკრანზე პირველად ნახა. ასევე წარმოდგენილი იყო რეჟისორის მოკლემეტრაჟიანი ფილმი „მამა“. რეტროსპექტივის მიზანი იყო თანამედროვე ქართული კინოს პოპულარიზაცია. სწორედ ამიტომ ფილმების ჩვენებაზე დასწრება მაყურებლისთვის უფასო იყო. საქართველოს კინოაკადემიის ლურჯ კინოდარბაზში ფილმების ჩვენება ოთხშაბათიდან პარასკევის ჩათვლით – 19:00 საათზე, ხოლო შაბათ-კვირას 17:00 საათზე იმართებოდა.
პროგრამაში წარმოდგენილი იყო 2005-2023 წლებში შექმნილი 35 ქართული ფილმი. კინოჩვენებების გარდა, შაბათ-კვირის სეანსების შემდეგ მიმდინარეობდა დისკუსიები შემოქმედებითი ჯგუფების წევრთა მონაწილეობით.
რეტროსპექტივის ფარგლებში უჩვენეს ფილმები:
„სამი სახლი“ (2008) – რეჟისორი ზაზა ურუშაძე;
„გაღმა ნაპირი“ (2009) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„ჯაყოს ხიზნები“ (2009) – რეჟისორი დათო ჯანელიძე;
„რენე მიდის ჰოლივუდში“ (2010) – რეჟისორი ალეკო ცაბაძე;
„ქუჩის დღეები“ (2010) – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
„შანტრაპა“ (2010) – რეჟისორი ოთარ იოსელიანი;
„მანდარინები“ (2013) – რეჟისორი ზაზა ურუშაძე;
„შემთხვევითი პაემნები“ (2013) – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
„ძმა“ (2013) – რეჟისორი თეა მღვდელაძე;
„ლუკა“ (2014) – რეჟისორი გია ბარაბაძე;
„პატარძლები“ (2014) – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
„მე ვარ ბესო“ (2014) – რეჟისორი ლაშა ცქვიტინიძე;
„სიმინდის კუნძული“ (2014) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„მოირა“ (2015) – რეჟისორი ლევან თუთბერიძე;
„სხვისი სახლი“ (2016) – რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე;
„თვე, როგორც ერთი დღე“ (2016) – რეჟისორი რეზო ესაძე;
„დედე“ (2017) – რეჟისორი მარიამ ხაჭვანი;
„სავარძელი“ (2017) – რეჟისორი ელდარ შენგელაია;
„ხიბულა“ (2017) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„ჰორიზონტი“ (2018) – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი;
„ბოროტმოქმედი“ (2018) – რეჟისორი დიმიტრი მამულია;
„სიცოცხლიდან სიცოცხლემდე“ (2019) – რეჟისორი ბექა სიხარულიძე;
„შინდისი“ (2019) – რეჟისორი დიტო ცინცაძე;
„ოქროს ძაფი“ (2019) – რეჟისორი ლანა ღოღობერიძე;
„დასაწყისი“ (2020) – რეჟისორი დეა კულუმბეგაშვილი;
„ურსუსი“ (2020) – რეჟისორი ოთარ შამათავა;
„მეოთხე ბრაიტონი“ (2021) – რეჟისორი ლევან კოღუაშვილი;
„გვიანი შემოდგომა“ (2021) – რეჟისორი გია ბარაბაძე;
„მშვენიერი ელენე“ (2022) – რეჟისორი გიორგი ოვაშვილი;
„სამურაი დასვენების ჟამს“ (2022) – რეჟისორი ლევან თუთბერიძე;
„ზამთრის დეპრესია“ (2022) – რეჟისორი თაზო ნარიმანიძე;
„მოქალაქე წმინდანი“ (2023) – რეჟისორი თინათინ ყაჯრიშვილი.