თეიმურაზ ჯანჯალია: ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ხელისუფლების მიერ ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში მიღწეულ შედეგებს ეფუძნება

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ანგარიში ასახავდა იმ უზარმაზარ სამუშაოს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ გასწია იმისათვის, რომ დამდგარიყო დღევანდელი დღე – საქართველოს ევროპეიზაციის გზაზე ჩვენი ქვეყნის ძალისხმევის შემაჯამებელი დღე, რომელიც ხელშესახებ ცვლილებებს, წინსვლას და განვითარებას მოგვიტანს და რომელიც კიდევ უფრო გვაახლოებს ჩვენს საბოლოო მიზანთან – ევროკავშირის სრულუფლებიან წევრობასთან, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალიამ პრემიერმინისტრის მიერ წარდგენილ, მთავრობის საქმიანობის ანგარიშზე საუბრისას “კვირასთან” განაცხადა.

როგორც მინისტრის მოადგილე აღნიშნავს, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება  ხელისუფლების მიერ ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში მიღწეულ შედეგებს ეფუძნება.

“ევროკომისიის ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ, ხელისუფლების მიერ ქვეყნის განვითარების ყველა სფეროში მიღწეულ შედეგებს ეფუძნება. ამ პროგრესს ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობისა და კოორდინაციის გზით მივაღწიეთ და აქტიური ქმედებები მომავალშიც გაგრძელდება.

საერთაშორისო პარტნიორები აღიარებენ ევროპული სტილის დემოკრატიულ სახელმწიფოდ ტრანსფორმირების გზაზე საქართველოს პროგრესს, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის მთავარ პარტნიორად აქცევს რეგიონში. წარმატებული რეფორმების წყალობით საერთაშორისო რეიტინგებში საქართველოს მოწინავე პოზიციები უკავია.

კანდიდატის სტატუსის მინიჭება ადასტურებს, რომ საქართველო ევროკავშირისთვის პრიორიტეტული ქვეყანა და საიმედო პარტნიორია. ეს კი ხელს შეუწყობს კანდიდატის სტატუსი ხელს შეუწყობს საქართველოს კიდევ უფრო აქტიურ დაახლოებას ევროკავშირთან, ჩვენი ევროპელი მეგობრებისა და პარტნიორების მხარდაჭერით, მათ შორის, სექტორული ინტეგრაციით”, – აღნიშნა ჯანჯალიამ.

როგორც თეიმურაზ ჯანჯალია განმარტავს, საქართველო მზად არის, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგი, რაც, მისივე თქმით, არა ერთხელ ითქვა და დამტკიცდა ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას.

“მოგეხსენებათ, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ევროკომისიის რეკომენდაცია, რომელიც გამყარებული იყო იმ ხელშესახები პროგრესით, რომელსაც ბოლო წლების მანძილზე მივაღწიეთ რეფორმების განხორციელების კარგად გააზრებული, თანმიმდევრული პოლიტიკით. საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებისა და რეიტინგების მიხედვით საქართველო კვლავ ერთ-ერთი ლიდერი რეფორმატორია, არა მხოლოდ აღმოსავლეთ პარტნიორობის, არამედ ზოგადად ევროპულ ქვეყნებს შორის.

საქართველოს პრემიერმინისტრმა ვრცლად მიმოიხილა ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო ყველა სფერო და არსებული პროგრესი. სწორედ ამის შედეგია ეს ისტორიული გადაწყვეტილებაც.

მნიშვნელოვანია, რომ ევროპული საბჭოს მიერ საქართველოს პროგრესის შესახებ განცხადებაში აღიარებულია საქართველოს მიერ საკანონმდებლო ჩარჩოს შექმნაში მიღწეული მნიშვნელოვანი წინსვლა, ასევე, მყარი ინსტიტუციური მოწყობის და მრავალფეროვანი სამოქალაქო საზოგადოებრივი გარემო, ხაზგასმულია საჯარო სფეროს, შესყიდვებისა და ეკონომიკური რეფორმების მიმართულებით მიღწეული პროგრესი. ყოველივე ზემოხსენებული კი დემოკრატიული ქვეყნის მშენებლობისა და რეფორმების დღის წესრიგის გაგრძელების საფუძველია.

საბჭო მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოს მომზადების დონეს და გამოთქვამს მზაობას შემდგომი თანამშრომლობისთვის, მათ შორის, სექტორული კუთხით ურთიერთობების გაღრმავების გზით, რისი მთავარი მამოძრავებელი ძალაა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმება და მისი ეკონომიკური კომპონენტი – ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის სივრცე.

თავის მხრივ, საქართველო მზად არის, გააგრძელოს რეფორმების დღის წესრიგის, რაზეც არა ერთხელ ითქვა და რაც ჩვენ დავამტკიცეთ ჯერ კიდევ 2014 წელს, როდესაც ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, მთელი ეს წლები საქართველო მიიწევდა წინ რეფორმების და ევროპული დემოკრატიის ჩამოყალიბებისკენ”, – განაცხადა ჯანჯალიამ.

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის საქმიანობის ანგარიში 18 დეკემბერს წარადგინა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები