“ჰამასმა” მოლაპარაკებაზე უარი თქვა

“ჰამასი” მძევლების გათავისუფლებაზე რაიმე მოლაპარაკებას უარყოფს, სანამ ისრაელი დაჯგუფების წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.

ამის შესახებ “ჰამასის” ეროვნული ბიუროს ხელმძღვანელმა, ალი ბარაკამ განაცხადა, – წერს გაზეთი Yedioth Ahronoth-ი.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ლიბანში მცხოვრებმა ბარაკამ განაცხადა, რომ „რამდენიმე წინადადება გაკეთდა, მაგრამ, პირველ ყოვლისა, აუცილებელია ისრაელის აგრესიის შეჩერება”.

მან დასძინა, რომ „ჰამასმა” ზავის შესახებ ბოლო კვირების განმავლობაში გაკეთებული ყველა წინადადება უარყო და ამ საკითხზე მოძრაობის ყველა ფრაქციის პოზიცია ერთიანია: აგრესია უნდა შეწყდეს, გაიხსნას საგუშაგოები, დაჭრილები უნდა იყოს გაყვანილი“.

“ჰამასის” და “ისლამური ჯიჰადის” დელეგაციებმა ეგვიპტე 24 დეკემბერს დატოვეს, სადაც ისინი მძევლების გათავისუფლებაზე მოსალაპარაკებლად იმყოფებოდნენ, აღინიშნა, რომ “მოლაპარაკება ჩავარდა”.

ისრაელი “ჰამასს” მძევლების გათავისუფლებისთვის მორიგ, ერთკვირიან ზავს სთავაზობდა. თავდაპირველად, იყო საუბარი 40 მძევლის გათავისუფლებაზე, ძირითადად, ტყვეობაში დარჩენილი ქალების, მოხუცების, ასევე, მამაკაცების, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. თუმცა, დაჯგუფებამ ეს წინადადება უარყო და ითხოვდა ცეცხლის სრულ შეწყვეტას. ისრაელი ახალი წინადადებით გამოვიდა და 25 მძევლის გათავისუფლებას დათანხმდა.

თუმცა, ამ მცდელობამაც არ გაამართლა. “ჰამასში” აცხადებენ, რომ “პაუზების დრო დასრულდა” და ითხოვენ ღაზაში ცეცხლის სრულ შეწყვეტას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები