კათოლიკური ეკლესია შობას აღნიშნავს

კათოლიკე ქრისტიანები დღეს შობას აღნიშნავენ.

საქართველოში საშობაო ღვთისმსახურება ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების საკათედრო ტაძარში ჩატარდა.

ღვთისმსახურების მსვლელობისას ყველა კათოლიკურ ეკლესიაში ემანუელს – ბავშვის ქანდაკებას, მშვიდობის ყრმას შეაბრძანებენ, რომელიც მაცხოვრის შობას აღნიშნავს.

საქართველოში კათოლიკური ეკლესია მე-13 საუკუნიდან ჩნდება. ქვეყანაში დღეს 50-ზე მეტი კათოლიკური ეკლესიაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები