კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილია?!“ გამარჯვებულები გამოავლინა

კომუნიკაციების კომისიამ მედიაწიგნიერების კონკურსის „ნამდვილი თუ მოგონილია?!“ გამარჯვებულები გამოავლინა.

კომუნიკაციების კომისიის ინფორმაციით, მეათე, საიუბილეო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს მასშტაბით, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებმა, რომელთა ნამუშევრებიც კომპეტენტურმა ჟიურიმ შეაფასა.
გამარჯვებულებს მაღალტექნოლოგიური პრიზები გადაეცათ. I, II და III ადგილის მფლობელების გარდა, ComCom-მა 15 საუკეთესო ნაშრომის ავტორი გამოავლინა, რომლებსაც კომისია კარიერულ განვითარებაში დაეხმარება,
სტუდენტები ტრენერებად გადამზადდებიან და თავად ექნებათ შესაძლებლობა მედიაწიგნიერების პროექტებში ჩაერთონ და გამოცდილება სხვა სტუდენტებსა და მოსწავლეებს გაუზიარონ. დაჯილდოების შემდეგ გაიმართა დისკუსია, ისაუბრეს მედიაწიგნიერების კონკურსში მონაწილეობის გამოცდილებასა და მნიშვნელობაზე.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები