“სებ-ის გადაწყვეტილებები ბიზნესის და საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებს” – გიორგი აბაშიშვილი
რეფინანსირების განაკვეთის შემცირებაზე სრულიად ლოგიკურია ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება. კვლავ ფრთხილი ოპტომიზმია, თუმცა, სწორი მიდგომა არსებული გამოწვევების ფონზე, – Business Insider Georgia-ს დამფუძნებელი, გიორგი აბაშიშვილი რეფინანსირების განაკვეთზე სებ-ის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის გადაწყვეტილებას აფასებს.
„ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მეორე მხრივ – ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს მარტივი რისკი – თანმდევი ბუნებრივი ინფლაცია.
ამიტომ, მგონია, რომ ეროვნული ბანკი ზუსტად თვლის ამ რისკებს! განსაკუთრებით ხაზგასასმელია, რომ ეროვნულმა ბანკმა სწორი პოლიტიკით შეძლო უკვე ინფლაციური მოლოდინების მართვა და ახლა მისი გადაწყვეტილებები ბიზნესის და საზოგადოების მხრიდან განსაკუთრებულ ნდობას იმსახურებს“. – განაცხადა აბაშიშვილმა.
სებ-მა მონეტარული კომიტეტის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 9,5%-მდე შეამცირა.