აშშ უკრაინას გაუწევს დახმარებას და საკითხი მხოლოდ თარიღებს ეხება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ წლის შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
როგორც მან ხაზგასმით აღნიშნა, უკრაინის ფინანსური დახმარების გასაწევად სერიოზული მუშაობა მიმდინარეობს.
„ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ ამაზე“, – თქვა ზელენსკიმ.
სახელმწიფოს მეთაური დარწმუნებულია, რომ უკრაინა აშშ-ისგან დახმარებას მიიღებს.
„დარწმუნებული ვარ, აშშ არ გვღალატობს და ის, რაზეც აშშ-სთან შევთანხმდით, სრულად განხორციელდება“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ქვეყანა აშშ-სგან სერიოზულ ფინანსურ მხარდაჭერას ელის.
„ეს არის ძალიან ძლიერი რიცხვი, რომელზეც ჩვენ ვმუშაობთ. ჩვენმა ამერიკელმა პარტნიორებმა უნდა იცოდნენ, რომ ჩვენ ველით ამ დახმარებას. მათ იციან დეტალები, რისთვის არის ეს საჭირო და როგორ იმოქმედებს ის, და როგორ აისახება ტრანსფერი ჩვენი ეკონომიკის სტაბილურობაზე, უკრაინის ხალხის სტაბილურობაზე“, – განაცხადა ზელენსკიმ.