მამუკა მდინარაძე: ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს – ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი, ის ჩვენთვის ღირსების მაგისტრალია

ჩვენ დავამტკიცეთ, რომ საქართველოსთვის გზა ევროპისკენ არ არის საცალფეხო ბილიკი, ის ჩვენთვის ღირსების მაგისტრალია, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ღირსებით, სიამაყით, შემართებითა და სიმართლით საქართველო დღეს უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა.

„ვულოცავ საქართველოს ყველა მოქალაქეს. მათ გამოიჩინეს უდიდესი სიბრძნე, დაუდგნენ გვერდით საკუთარ ხელისუფლებას და ჩვენ ყველამ ერთად შევძელით, რომ ეს დღე დამდგარიყო.

ღირსებით, სიამაყით, შემართებითა და სიმართლით საქართველო დღეს უკვე ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანაა“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ცნობისთვის, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის გადაწყვეტილებით, საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები