ეროვნულ სასახლეში დავით გურგენიძის მიერ ბოლო წლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია გაიმართება

12 დეკემბერს 16 საათზე მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მედიათეკაში გაიმართება საერთაშორისო დიდოსტატის საჭადრაკო კომპოზიციაში, ეროვნული სასახლის ვახტანგ ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის მთავარი მწვრთნელის – დავით გურგენიძის მიერ ბოლო წლებში გამოცემული წიგნების პრეზენტაცია: “ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში“ – მესამე ნაწილი. “ჭადრაკი ქართველი ხალხის ცხოვრებაში,“ – მეოთხე ნაწილი. “ვაჟა ნეიძის შამათების თაიგული“ ჰენრიხ ზისერმანის(1830-1907) საჭადრაკო ამოცანები 5- პირველი კლასის მასწავლებლის ჭადრაკის წიგნი და მოსწავლის რვეული 7-8. მეორე კლასის მასწავლებლის ჭადრაკის წიგნი და მოსწავლის რვეული.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები