მაკა ბოჭორიშვილი – კანდიდატის სტატუსზე: ერთგვარი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს ამ გადაწყვეტილებით

იმედი გვაქვს, რომ იქნება გადაწყვეტილება მიღებული გაფართოების პაკეტთან დაკავშირებით, ამის ყველანაირი წინაპირობა არსებობს ჩვენი ქვეყნისთვის,- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, მაკა ბოჭორიშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით საუბრისას აღნიშნა.

მისივე თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილებით, “ერთგვარი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს”.

“არსებობს ევროკომისიის პოზიტიური რეკომენდაცია და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოზიციები, რომელიც ძირითადად მხარდამჭერია საქართველოსთან მიმართებით, რა თქმა უნდა, არიან წევრი ქვეყნები, რომლებიც განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებენ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, გამომდინარე იქიდან, რომ ის ერთგვარი უსამართლობა უნდა გამოსწორდეს ამ გადაწყვეტილებით”, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები